საქართველოში COVID-19-ის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7 -ით გაიზარდა და მათი საერთო მონაცემი ამ დროისთვის 731-ს შეადგენს.

ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 9 ინფიცირებულით გაიზარდა და მონაცემი ამ დროისთვის 888-ს შეადგენს.

რაც შეეხება კარანტინის რეჟიმში მყოფ ადამიანებს, მათი რაოდებობა 2 710-ია. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267 მოქალაქე რჩება.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

2020-06-17T10:57:04+04:00ივნისი 17th, 2020|