საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერევა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერევა.

„საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი ჩაერევა არჩევნებში. არსებობს ჩარევის ხანგრძლივი, საკმაოდ მწყობრი „პატერნი“ [ერთგვარი განმეორებითი ხაზი], დეზინფორმაციული კამპანიებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით, არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად“, – განაცხადა 31 აგვისტოს კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

ელჩის თანახმად, ამ პრობლემასთან საბრძოლველად შეერთებული შტატების საელჩოს და სხვა საერთაშორისო დონორებს აქვთ ინიციატივები „საქართველოს მოქალაქეებში ცნობიერების ასამაღლებლად, რათა დაეხმარონ ქართველებს, მოახერხონ განსხვავების დანახვა ყალბ ახალ ამბებსა და ზუსტ რეპორტინგს შორის“.

„კიდევ ერთხელ, — ვფიქრობ, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააცნონ საზოგადოებას თავიანთი პლატფორმები, რაც მიმართული უნდა იყოს, მისცეს საზოგადოებას ცოდნა ისეთ საკითხებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, — განათლება, ეკონომიკური აღდგენა, ჯანდაცვა“…

ელჩის განცხადებით, ეს არის საუკეთესო გზა რუსეთისგან ან ნებისმიერი სხვა აქტორისგან მომავალ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.

2020-09-01T00:24:27+04:00სექტემბერი 1st, 2020|