„ივანიშვილს სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა მსოფლიო რადარებიდან, სააკაშვილი რადარიდან არის გამქრალიო, მე ძალიან ნათლად ვარ მსოფლიოს ყველა რადარზე, ხოლო საქართველო აღარაა მსოფლიო რადარზე“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბარა.

„საქართველო, როგორც ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან. ივანიშვილს სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა მსოფლიო რადარებიდან, სააკაშვილი რადარიდან არის გამქრალიო, მე ძალიან ნათლად ვარ მსოფლიოს ყველა რადარზე, ხოლო საქართველო აღარაა მსოფლიო რადარზე

განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტკოსისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პიროვნება.

ვემზადებით არჩევნებისთვის, ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ, წერტილი უნდა დავუსვათ ამ უბედურებას და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა მშენებლობა. მეცინება, როდესაც ხალხი თანამდებობზე ლაპარაკობს, რა თანამდებობეს იყოფთ ხალხო?! ყველაფერი უკან მოგრჩებათ“, – ამბობს სააკაშვილი.