საქართველო მიუახლოვდა ზღვარს, რომლის იქით სახელმწიფოს არსებობა წყდება და ის უბრალოდ ტერიტორიად გადაიქცევა.
ეკონომიკის კოლაფსი, საგარეო პოლიტიკის კრახი, ვალის ფანტასტიკური ზრდა, ადამიანების გაღატაკება, ოლიგარქიული მართვა და პოლიტიკური ინსტიტუტების მოშლა აუქმებს ქართულ სახელმწიფოს.

ჩვენს დროში და ალბათ არც სხვა დროში არავის დააინტერესებს იმ ერის კულტურული თუ სახელმწიფოებრივი წარსული, რომელმაც ვერ შეძლო სახელმწიფოს შექმნა 21 საუკუნეში და ოკუპანტის დანიშნულ ოლიგარქს გადასცა ქვეყანა.

ამიტომ, 31 ოქტომბრის არჩევნები დაგვანახებს არა მხოლოდ ხალხის სიმპათიას ან ანტიპათიას ცალკეული პარტიებისადმი. ის გასცემს პასუხს მთავარ კითხვას: ვუთმობთ თუ არა ჩვენს ქვეყანას პუტინის მოკავშირე საოკუპაციო მთავრობას.

საქართველოს სჭირდება გამარჯვება, გამარჯვების შემდგომ კი ეფექტური მთავრობა და ენერგიული პრემიერი, რომელსაც აქვს შენების გამოცდილება. საქართველოს სჭირდება გადარჩენა და ახლა ამის გაკეთება შეუძლია დიდი სახალხო მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ფიგურას.

რამდენ ასეთ ლიდერს იცნობთ?

ახალ ლიდერებს ხელოვნურად ვერ დაბადებ – დღეს ასეთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია; ჩვენ კი ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არ გვაქვს.