“ვინმე ქათამაძე, ვინც ვიდეო ჩაწერა როგორ უკიდებს ცეცხლს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას – სუს-ის ჩვეულებრივი დაკვეთების შემსრულებელია.
სასამართლოს შენობაში ნიკა გვარამიას თავდასხმის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შეფარდებოდა კანონით გათვალისწინებული სასჯელი. მაშინ, პოლიცია გადაეფარა და ფრთხილად გაარიდა სასამართლოს. უამრავი მოწმე ჰყავდა იმ ფაქტს.
პირობითი სასჯელით (2018 წლის ძალადობის ფაქტზე) ეს ადამიანი ისევ თავისუფლებაზეა და დღეს, სუს-ის ახალი შეკვეთა შეასრულა – ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა.
ეს ქათამაძეა ქართული ოცნების სახე”.
წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე “ნაციონალური  მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.