საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი არ დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივას “სანიტარული საშვების” შემოღების შესახებ, რომელიც უნდა მიეღოთ მათ, ვინც COVID-19- ის წინააღმდეგ აცრილი იქნა. იუწყება ინტერფაქსი-უკრაინა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული ასამბლეის 108 დეპუტატმა ხმა მისცა “წინააღმდეგ” და 103 დეპუტატი კი  ინიციატივას დაეთანხმა.

საშვის მოწინააღმდეგეები განმარტავენ, რომ ასეთი ინოვაცია დისკრიმინაციის საფრთხეს შეიცავს, ვინაიდან მილიონობით ადამიანი ჯერ არ ჩატარებულა ვაქცინაციით, COVID-19– ის წინააღმდეგ.

კერძოდ, ინიციატივას მხარი არ დაუჭირა პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა“, რომელიც ტრადიციულად საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიის „წინ, რესპუბლიკის“ მოკავშირეა.

საფრანგეთში “სანიტარული საშვი” უნდა გამოყენებულიყო საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის. იგი შემოთავაზებული იყო მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტარა, ან COVID-19– ს ბოლოდროინდელი უარყოფითი ტესტი აქვთ ან რომლებმაც მოიხადეს ეს დაავადება.

18 მაისს, სენატმა უნდა უყაროს კენჭი “საშვის” შესახებ კანონპროექტს, საფრანგეთის მთავრობას კი ამ დროში შეუძლია წარადგინოს დოკუმენტი მეორე კენჭისყრაზე.

 

 

თამო თავხელიძე