საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცალო გაყიდვების მაღაზიები 11 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ბიზნესი ერთობლივად ვერ შეძლებს საქმიანობის განახლებას, მათ შორის ჯერჯერობით დახურული რჩება ბარები და რესტორნები.

ამასთან, საფრანგეთში 11 მაისიდან სკოლის მოსწავლეებიც დაუბრუნდებიან სასწავლო დაწესებულებებს.

ცნობისთვის, საფრანგეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 159877 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 21340 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.