ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საპატრიარქოში შემსვლელებს დაცვის წევრები სიცხეს უზომავენ.

საპატრიარქოში დღეს, 20 მარტს სინოდის სხდომაა ჩანიშნული. მღვდელმთავრებს საპატრიარქოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სინოდის სხდომის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქომ 18 მარტს გაავრცელა, თუმცა განცხადებაში არ იყო ნათქვამი, თუ რა საკითხები განიხილებოდა სინოდის სხდომაზე. სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზე სინოდის წევრები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გზებზე ისაუბრებენ.

 

წყარო: ტაბულა