„ეს უკვე სამარცხვინოა არამხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ და ხელისუფლებისთვის, არამედ სამარცხვინოა თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ გვმართავს ოლიგარქი. ამას არ ვიმსახურებთ და შესაბამისად, ძალიან სწრაფად უნდა ჩამოვიშოროთ ეს ხელისუფლება. ის, რომ სანქციებს დაადებენ პირადად ივანიშვილს, ეს უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან, იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის არის ოლიგარქი ივანიშვილი. უმძიმესი მომენტია, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანას მართავს ოლიგარქი. შესაბამისად, ამ მომენტისთვის ჩვენ არ ვართ დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს შერეული, ან ჰიბრიდული დემოკრატია“, – განაცხადა სერგო რატიანმა.