“ძველ, დაზეპირებულ მესიჯებს იმეორებდნენ, საქართველოში ოპოზიცია სამწუხაროდ, ძალიან დასუსტდა. ეს კარგი არ არის ზოგადად, რადგან ძლიერი ოპოზიცია აძლიერებს ხელისუფლებასაც, მით უმეტეს, თუ მას შესწევს ძალა, რომ კონკრეტულ საგნობრივ თემებზე ილაპარაკოს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ვხედავთ მხოლოდ სპეკულაციებს, მოლოდინებს, რომ დააზიანებენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეიტინგულ ლიდერს, რაც არ გამოსდით. შემდეგ კიდევ უფრო ეშლებათ ნერვები და ხდებიან დესტრუქციულები. ეს იყო მთელი დღის ანატომია, სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში ოპოზიცია ძალიან დასუსტდა”, – განაცხადა მდინარაძემ.