ფოტოზე აღბეჭდილი ქალი თავის ახალშობილ შვილთან ერთად გარდაიცვალა,- იტყობინება გამოცემა AP-ი.  ქირურგმა თემურ მარინმა თქვა, რომ მას მენჯი დამსხვრეული ჰქონდა, ხოლო,  საკეისრო კვეთის შემდეგ ბავშვს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა. დედის 30 წუთზე მეტი დროის რეანიმაციულმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.

 

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლზე რუსული საჰაერო იერიშის დროს სამშობიარო საავადმყოფო დაიბომბა.

 

ასევე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და დღემდე ბომბავს და ანადგურებს ქვეყანას და ხალხს.

 

 

თამო თავხელიძე