სამხედრო ჰოსპიტალს მალხაზ ურთქმელიძე უხელმძღვანელებს

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მალხაზ ურთქმელიძე უხელმძღვანელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალის ახალ დირექტორს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელთან სამედიცინო დაწესებულების განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„მალხაზ ურთქმელიძე სამხედრო ჰოსპიტალის უფროსად თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 10 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. წლების განმავლობაში მალხაზ ურთქმელიძე შსს სამედიცინო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. სპეციალობით არის ექიმი-მკურნალი/ქირურგი. აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვის”,-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2020-08-12T13:54:49+04:00აგვისტო 12th, 2020|