ცნობილი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა,- იტყობინება France24,-ი.

 

მსახიობი გარდაიცვალა 6 სექტემბერს. მისი გარდაცვალება დაადასტურა ადვოკატმა მიშელ გოდესმა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

”იგი ბოლო ხანებში  თავს ცუდად გრძნობს. ის მშვიდად წავიდა, ” – თქვა მან.

 

ჟან პოლ ბელმონდოს დებიუტი შედგა 1957 წელს და მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.  1960 წელს გამოშვებული ჟან-ლუკ გოდარის ფილმში მისი მთავარი როლის შესრულების შემდეგ იგი მსოფლიომ გაიცნო.  კარიერის განმავლობაში მან ითამაშა კაშკაშა  როლები ფილმებში:  “Chochara”, “Woman is a Woman”, “Staviski”, “Professional”, “Mad Pierro”, “Monkey in Winter”, “Snitch”, “Borsalino”, “Siren from Mississippi” ”.

 

2001 წელს მსახიობმა ინსულტი განიცადა, მაგრამ 2008 წელს, გამოჯანმრთელების და შესვენების შემდეგ, მან განაგრძო ფილმებში თამაში.

 

2015 წელს მან, სამსახიობო კარიერა დაასრულა.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე