პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშინა, სანამ რურუა პატიმრობაში რჩება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება მხარდაჭერა.

“საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, სანამ გიორგი რურუა ციხეში რჩება და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა გაგრძელდება ხელისუფლებაზე ზეწოლა. ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებები დასასრულისკენ მიდის იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს უახლოეს მომავალში. ჩვენ თავიდან ავირიდებთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზის, რომელშიც ქვეყანა შეიძლება შევიდეს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.