ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები, ჯაბა ჯიშკარიანი და ვახტანგ შაქარიშვილი, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის საკითხს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ.

„ძალან სამწუხაროა, რომ 2020 წელს, ისევ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შეფასება გვიწევს. ჩვენ არ შეგვეძლო გულგრილი ვყოფილიყავით მისი უკრაინის ხელისუფლებაში, რაიმე თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება საქართველოში მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. სახიფათოა მისი ყველანაირ სახელმწიფო წარმომადგენლობაში ყოფნა.

2004-2012 წლებში, ნათლად სჩანდა. მან შექმნა რეჟიმი, რომელიც კლავდა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, მის პიროვნულ ინტერესებს მოარგო.

მან დაიმორჩილა მედიის დიდი ნაწილი, სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია.

მიხეილ სააკაშვილმა კრიმინალებისგან დააკომპლექტა და შექმნა სადამსჯელო რაზმები, რომელიც შემდგომ, საკუთარ ხალხს დაუპირისპირ

ჩვენ ვართ ნათელი მაგალითი და შემსწრე იმ აღვირახსნილობების კასკადისა, რასაც სააკაშვილი, მის გუნდთან ერთად სჩადიოდა.

გვინდა, მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის, წარმომადგენლობით რადასა და რაც მთავარია, უკრაინელ ხალხს, ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას და ნუ გააკარებთ სააკაშვილს, რაიმე სახის სახელმწიფო მმართველობას.

ეს ფაქტი კი არის, „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მუხლჩაუხრელი კოჰაბიტაციის შედეგი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვებრძოდით.

„ქართული ოცნება“ რომ დაკავებული ყოფილიყო სააკაშვილის ექსტრადირების საკითხითა და მთავარი საარჩევნო დაპირების – სამართლიანობის აღდგენის აღსრულებითა და შესრულებით, სააკაშვილი მინიმუმ მატროსოვის ციხეში იჯდებოდა.

ჩვენ, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან განსხვავებით, არასდროს გავხდებით ის, ვის წინააღმდეგაც ვიბრძვით და ვიბრძოდით!“, – აცხადებს ჯაბა ჯიშკარიანი.

ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში შესაძლო მაღალი თანამდებობის დაკავების საკითხს ეხმაურება ვატო შაქარიშვილიც.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის და სახელმწიფო დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, შესაძლო მაღალი თანამდებობის დაკავების საკითხს.

„ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში სააკაშვილი ჩაიწერა, როგორც ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, მის რეპრესიულ მანქანას წლების განმავლობაში ეწირებოდა ადამიანთა სიცოცხლე, თავისუფლება, ღირსება და სხვა ფუნდამენტური უფლებები.

ის ქართულმა საზოგადოებამ მრავალწლიანი შეუპოვარი ბრძოლის და უდიდესი კონსოლიდაციის შედეგად  2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არჩევნების გზით დაამარცხა.

ბოროტებაზე გამარჯვების შემდეგ საზოგადოებას ჰქონდა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რაც პირველ რიგში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას გულისხმობდა.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს უმთავრესი დანაპირები არ შეასრულა, მეტიც, ჩენ ვხედავთ რეჟიმის სხვადასხვა კლასტერს, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან, არჩევით თუ დანიშნულ მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის რაც ყველაზე მძიმეა სასამართლოში, თანაც უვადოდ!

ჩვენ სააკაშვილთან დაკავშირებით გვაქვს მძიმე ემპირიული გამოცდილება, გვსურს ეს უარყოფითი გამოცდილება გავუზიაროთ უკრაინელ ხალხს და შევეცადოთ ავარიდოთ მოსალოდნელი საფრთხე რაც რეალური ხდება სააკაშვილის საჯარო თანამდებობაზე დანიშვით!

ამავე დროს, გვაქვს სათქმელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან – გეთანხმებით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი ბრალდებებით გასამართლებული ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

აქვე გეტყვით, რომ შენივე ქვეყანაში, შენივე ხელით სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაც არ არის პატივისცემა და შენი ხალხის დაფასება!

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს მხოლოდ საკუთარი პარტიული მიზანშეწონილობით და არა მოსახლეობის დაკვეთის შესაბამისად.

მათ შეეშინდათ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის, ისინი გააქტიურდნენ.

ეს ბადებს ეჭვს, რომ მათი წინააღმდეგობა არ არის გულწრფელი და ნაკარნახევია მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის შიშით“, – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.