პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების სუბსიდირების პროგრამაში შესული ცვლილებით, სახელმწიფო პროდუქტების ფასის სუბსიდირებას 15 ივლისამდე განახორციელებს.

BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ განუცხადა, რომ სახელმწიფო პროდუქტის კურსთაშორის სხვაობას ფარავს 15 მარტი – 15 მაისის პერიოდისთვის, ანუ პროდუქტი იმისთვის რათა ანაზღაურდეს ქვეყანაში 15 მაისამდე უნდა იყოს შემოტანილი, ხოლო 15 ივლისი კი არის თარიღი, სადამდეც იმპორტიორებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი იმის თაობაზე, რომ მათ 15 მაისის ჩათვლით ქვეყანაში სასურსათო პროდუქტები შემოიტანეს და სურთ მიიღონ სახელმწიფოს თანადაფინანსება.

პროგრამაში შესული ცვლილებით, ასევე შეიცვალა საქონლის ჩამონათვალი და მასში ამჟამად 7 პროდუქტი შედის. ეს კი იმის გამო, რომ რამდენიმე კვირის წინ, მას ხორბლის იმპორტის თანადაფინანსების კომპონენტი გამოეყო.

ამჟამად დასაფინანსებელი პროდუქტებია – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი და ლობიო.

დაფინანსების სისტემა ასეთია:

კონკრეტულ დღეს, როდესაც იმპორტიორი შეიძენს პროდუქტს, დოლარის შემთხვევაში კურსი დაფიქსირდება 3 ლარზე (1 აშშ დოლარი=3ლარი), ევროს კურსი 3.3 ლარზე (1 ევრო=3.3 ლარი). იმპორტიორს დოლარის შემთხვევაში 3 ლარისა და ევროს შემთხვევაში 3.3 ლარის ზემოთ ფასნამატს სახელმწიფო გადაუხდის. მაგ; თუ კურსი იქნა 3.15 ლარი, 15-თეთრიან ფასნამატს იმპორტიორებს მთავრობა გადაუხდის.

 

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი