საგარეჯოს ძველ ბაზარს მეხი დაეცა

ქალაქ საგარეჯოს ცენტრში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეხი ჩამოვარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეხი ხის ელექტროგადამცემს დაეცა და იქვე მდებარე ნაძვებზე გადააგდო.

საგარეჯოს ერთ- ერთი მკვიდრი, სოციალურ ქსელში წერს:

„მცირე წვიმა წამოვიდა, უცბად განათდა და ჩვენს ეზოსთან მეხი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, საშინელი ხმა იყო, ყველაფერი შეზანზარდა“, – ამბობს ადგილობრივი.

კახეთში, დასახლებულ პუნქტში, მეხი ბოლოს 2013 წლის 8 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში ჩამოვარდა.

შემთხვევის შედეგად, იმ დროისთვისაც, ელექტროსადენები დაზიანდა.

 

2020-05-25T19:19:39+04:00მაისი 25th, 2020|