საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის

თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-ის მართვის ჯუფის კლინიკური ხელმძღვანელის რანგში, ბათუმის საავადმყოფოს შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალი მოინახულა. ის საქართველოს სხვა კლინიკების მონახულებასაც აპირებს.

ცერცვაძის თქმით, კლინიკაში 49 დაინფიცირებული პაციენტია, 4 პირი კი გამოჯანმრთელდა და მისი მიზანი იყო, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები მოენახულებინა. თენგიზ ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლისას მედიასთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

კითხვაზე, არიან თუ არა გორის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს შორის სამხედროები, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მან, ძირითადად, მძიმე და საყურადღებო პაციენტები მოინახულა და მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეები არ ყოფილან

თენგიზ ცერცვაძის თქმით, პლაქვენილთან დაკავშირებით პროტოკოლის ცვლილება არ იგეგმება და  საშუალო დას მძიმე პაციენტებთან პლაქვენილის გამოყენება შესაბამისობაში მოდის FDA-ის რეკომენდაციასთან. ამავე დროს, დადებითი შედეგები აჩვენა პრაქტიკაშიც.

თენგიზ ცერცვაძე ზიარების დროს ინფექციის გადაცემის რისკებსაც შეეხო.

“ეს სენსიტიური თემაა და ყველანი პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ეს საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა ამისთვის, საჭირო არ არის,” – განაცხადა ცერცვაძემ

2020-04-23T19:05:43+04:00აპრილი 23rd, 2020|