საბერძნეთში კარანტინის წესების დარღვევისთვის კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე დააკავეს. ამის შესახებ newsbeast-ი წერს.

 

დაკავების მიზეზი კარანტინის პირობებში საეკლესიო ღვთისმსახურების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის დარღვევა გახდა.

 

არსებული ინფორმაციით, 20 მარტს მიტროპოლიტმა, კუნძულ კიტირაზე, ქალაქ ხორაში ლიტურგია ჩაატარა. მეუფის საქმეს ახლა პროკურატურა სწავლობს.

 

ცნობისთვის,  საბერძნეთში კორონავირუსის 530 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 13 ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი განიკურნა.