სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერად დანიშვნა, საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნა, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღოდა წინ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე მედიასთან საუბრის დროს.

2020-04-24T18:36:19+04:00აპრილი 24th, 2020|