სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული

პარლამანტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი კონკურენტი მათი წარსულია.

თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძველმა ოპოზიციამ 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა.

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობის”. საზოგადოებამ ნახა, რომ 150 დეპუტატის ნაცვლად, ამ ძველმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა, ვნახეთ ასევე თანამდებობების გაყოფის პროცესი წინასწარ, ჯერ კიდევ სანამ არ არის არჩევნები დასრულებული. ჩვენ ამ ყველაფრისთვის დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ გვაქვს გეგმა, პოზიტიური დღის წესრიგი, გამოცდილი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ამ ბრძოლაში, სამართლიანად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

2020-10-06T13:40:09+04:00ოქტომბერი 6th, 2020|