“უკრაინისთვის და მთლიანად, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა ზელენსკიმ:
– პირდაპირი გზავნილი პუტინს: სააკაშვილის დანიშვნა რეფორმების მთავარ ლოკომოტივად რუსეთისთვის ძალიან მკაფიო გზავნილია;
– პირდაპირი გზავნილი ოლიგარქიულ და რევანშისტულ სისტემას – რეფორმები იქნება და ვინც ამას შეეწინააღმდეგება – დიდი ბულდოგი დახვდება მიშას სახით;
– რეფორმების საბჭოს ფართო უფლებამოსილება უკრაინას და პრეზიდენტის გუნდს ახალ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანს, გააძლიერებს;
– ამ საკადრო გადაწყვეტილების საერთაშორისო მასშტაბი და გამოხმაურება კიდევ უფრო დიდ ყურდაღების ცენტრში მოაქცევს უკრაინას;
– და ბოლოს, უკრაინის მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასაგებად დაუსვა წერტილი ქართული ოცნების ისტერიულ ქმედებებს” – წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

უკრაინისთვის და მთლიანად, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა ზელენსკიმ: – პირდაპირი…

Geplaatst door Khatia Dekanoidze op Donderdag 7 mei 2020