“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პრემიერობის კანდიდატები შესაძლოა, წინასწარ დაასახელონ, თუმცა სამთავრობო კოალიციაში რომელი პარტიის კანდიდატი გავა, მოლაპარაკების საგანი იქნება.

ბოკერია არ აკონკრეტებს, ვის განიხილავს “ევროპული საქართველო” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” შემთხვევაში, ბოკერია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახელება შეცდომა იქნება.

“იმიტომ რომ ჭრელ ოპოზიციაში სააკაშვილი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდება პრემიერი. შანსი იმის, რომ ამ ჭრელ ოპოზიცაში მოიპოვოს კრიტიკული მასის მხარდაჭერა, მიზერულია და სამართლებრივი ბარიერებიც აქვს. ის არის დევნილი, მას უნდა ჰქონდეს შანსი, დაბრუნდეს საქართველოში და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ეს ვერ მოხდება მყისიერად. იმის შემდგომ არჩევნებზე უფრო მეტი შანსი ექნება, რომ იყოს მისი პარტიის კანდიდატი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ “მთავარი არხის” ეთერში.

საქართველოს ყოფილი პრემიერი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და პრემიერობის კანდიდატად მის შესაძლო დასახელებაზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს.