„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას არ განიხილავს.

მისი თქმით, პრემიერობის კანდიდატის საკითხი არჩევნების შემდეგ გადაწყდება.

„სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არ განიხილება, ისევე როგორც არ განიხილება არავისი. ამ საკითხის განხილვა არჩევნების შედეგების შემდეგ იქნება შესაძლებელი. იმედი მაქვს, მიშა არ შეუწყობს ხელს პოლარიზებას „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ლეიბორისტების“ ლიდერის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის დროს უკვე მილიონობით ლარი აქვს დახარჯული, მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიები მიზერული რესურსებით მუშაობენ.

ინფორმაციისთვის, კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.