„როგორც მინისტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, განხილვის ერთ-ერთ საკითხი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოს ეხებოდა. უკრაინის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი წარმოშობით და სულით და ის არასდროს შეწყვეტს იყოს ქართველი. რა თქმა უნდა, საქართველო არის მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და არა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს შეგვიზღუდავს ჩვენი დისკუსია ამ დონის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან მხოლოდ ერთი საკითხით, როგორი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის ერთი საკითხი. ამიტომ, ჩვენ განვიხილეთ ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც ეხებოდა კოვიდ-19-თან ბრძოლას, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ მინისტერიალს, ასევე საკითხი, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას საქართველოდან და ორმხრივ დახმარებას“,- განაცხადა იგორ დოლგოვმა.