Chevron–მა “ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის” 8.9%-იანი წილი გაყიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მყიდველი უნგრული კომპანია MOL-ია, რომლის 21,2 %-ს რუსული “სურგუტნეფტოგაზი” ფლობს.

გარიგების შედეგად, MOL-ის მფლობელობაში გადავიდა აზერბაიჯანული საბადო აზერის – ჩიგარ- გიუნშელშის 9.57%-იანი წილიც.

“სურგუტნეფტგაზმა” MOL-ის წილი 2009 წელს 1.4 მილიარდ ევროდ შეიძინა. რაც შეეხება MOL-სა და Chevron -ს შორის შემდგარ შეთანხმებას – გარიგება მიმდინარე წლის 17 აპრილს შედგა და ამერიკელებმა თავიანთი წილი 1.57 მილიარდად დათმეს.

გიგანტური საბადო აზერი – ჩიგარ- გიუნშელში აზერბაიჯანის ყველაზე სტრატეგიული ნავთობობიექტია, მისი ოპერატორი BP -ია 30.37%-იანი წილით. გარდა ამისა, წილებს ფლობდნენ MOL ( Chevron) (9,57%), SOCAR (25%), Inpex (9,31%), Equinor (7,27%), ExxonMobil (6,79%), TPAO (5,73%), ITOCHU (3,65%), ONGC (2,31%). ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი აზერბაიჯანული ნავთობის მნიშვნელოვანი საექსპორტო მარშრუტია. მილსადენის მეწილეები არიან: BP (30,1%); SOCAR (25%); MOL ( Chevron) (8,9%); Equinor (8,71%); TPAO (6,53%); ENI (5%); Itochu (3,4%); ConocoPhillips (2,5%); INPEX (2,5%), Total (5%) и ONGC (2,36%).

 

წყარო: kvira.ge