Amnesty International: რუსი სამხედროები კიევის მახლობლად ჩადენილი დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ!

 

 

 

რუსი სამხედროები კიევის ჩრდილო-დასავლეთით რეგიონში ჩადენილი დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. ამის შესახებ უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა („Amnesty International“) ადგილზე ჩატარებული ფართომასშტაბიანი გამოძიების შემდეგ განაცხადა.

 

6 მაისს გამართულ ბრიფინგზე ექსპერტებმა წარმოადგინეს ათობით ადამიანის ჩვენებები კიევის მახლობლად მდებარე რვა ქალაქიდან, მათ შორის ბუჩადან.

 

ამ ტერიტორიების მაცხოვრებლები საუბრობდნენ არასამართლებრივი სიკვდილით დასჯის, განურჩეველი დაბომბვისა და წამების შესახებ.

 

აგნეს კალამარდი, Amnesty International-ის გენერალური მდივანი: „ჩვენ ვიცით, რომ კიევის მიდამოებში მაცხოვრებელი ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც დღეს ვახსენებთ, არ არის მხოლოდ ეპიზოდური, ან შემთხვევითი. ჩვენ ვიცით, რომ ისინი იმ სქემის ნაწილია. ახასიათებს რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებას თავიდანვე,  არის განმეორებადი ნიმუში, ფართო მასშტაბით და დამანგრეველი შედეგებით.

 

უფლებადამცველი ორგანიზაციის თანამშრომლები გამოძიებას თორმეტი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ.

 

Amnesty International-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია: „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერები, სათანადოდ დაისაჯოს“.

 

 

თამო თავხელიძე