უკრაინელმა დამცველებმა ხერსონის რაიონში დამპყრობლებისთვის “სრული ჯოჯოხეთი” მოაწყვეს. ამას მოწმობს ერთ-ერთი რუსი სამხედროს მიმოწერა, რომელიც ახლა ბელოზერკაში, ხერსონის ოლქში დგას.

 

მიმოწერის დროს დამპყრობელი უჩივის ოკუპანტების რიგებში კოლოსალურ დანაკარგებს და ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინელმა დამცველებმა მათ ჩერნობაევკაში “ნამდვილი ჯოჯოხეთი” აჩვენეს.

 

„იმდენი ჩვენიანი  დაიღუპა იქ, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. აქ ისეთი საშინელება დატრიალდა, რომ შეუძლებელია გადმოცემა…“ – წერს ის. თავის მხრივ, მისი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ რუსული ტელევიზიის ახალი ამბები  იუწყებიან რუსული არმიის გამარჯვებების შესახებ, ვრცელდება. ასევე,  რომ „9 მაისამდე კიევს აიღებენ“.

 

 

რა ჯანდაბაა კიევი? რომელ სახლში? აქ, გადავრჩები მაინც,,,,,  როცა დავინახე, თუ როგორ იქცა ნაწილებად ჩემი მეგობარი, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პირღებინას ვერ ვიჩერებდი“, – განმარტავს ოკუპანტი.

 

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპანტების მიმოწერა გამოაქვეყნა: