რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო “ტერიტორიული მთლიანობის” კანონპროექტი, რომელის თანახმადაც მოწოდებები რუსეთის ტერიტორიის დათმობისკენ 6-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ახალი კანონპროექტი გაფრთხილებაა, მათთვის ვინც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ეწინააღმდეგება.

ახალი კანონპროექტი პუტინის ახალ კონსტიტუციასთანაა თანხვედრაში, რომელის თანახმადაც უცხოური ძალისთვის რუსეთის ტერიტორიის გადაცემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოსკოვმა მიიღო მსგავსი კანონი, რომელის ფარგლებშიც მოქალაქეებს ტერიტორიის დათმობისკენ მოწოდებებისთვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

კანონპროექტი ექსტრემისტებად მოიხსენიებს მათ, ვინც “არღვევს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის ასხვისებს რუსეთის ტერიტორიის ნაწილს”.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ პირველი მოსმენით უნდა დაუჭიროს მხარი კანონპროექტს, რათა პუტინმა მისი დამტკიცება შეძლოს.

სამართლის ექსპერტების შეფასებით ეს საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას რუსეთში.