კორონავირუსის ინფექციის გავრცელების სტატისტიკა მზარდია საქართველო მეზობელ სახელმწიფოებში. 49-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა სომხეთში. მზარდი სტატისტიკის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე გახანგრძლივდა, სავალდებულო ხდება ღია სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება.

თურქეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4 ათასს აჭარბებს, რუსეთში კი 2 ათას 300-ს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსით რუსეთის განათლების მინისტრი ვალერი ფალკოვიც იყო ინფიცირებული.

მანამდე ვირუსი დაუდასტურდათ კულტურისა და მშენებლობის მინისტრებს. მაღალი თანამდებობის პირებიდან, ასევე დაინფიცირდა პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი. ქვეყენაში ინფიცირებულთა რიცხვი 252 ათას გაცდა.

კორონავირუსით განათლების მინისტრი ვალერი ფალკოვიც იყო ინფიცირებული. ამჟამად ფალკოვი თავს კარგად გრძნობს და აქტიურ მუშაობას უბრუნდება. რაც შეეხება ზოგად ვითარებას, ჩვენ უნდა გადავიდეთ უფრო ფართომასშტაბიან გეგმაზე რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას,“ – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.