რუსეთში ერთ დღეში COVID-19-ის 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსული დაავადებით — COVID-19-ით, ინფიცირების შემთხვევები 500-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ რუსულ სახელმწიფო მედიაზე, „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ამგვარად, რუსეთში ახლა 2337 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რუსეთის ოპერატიული შტაბის ცნობით, ვირუსი დადასტურდა ქვეყნის 85 (მათ შორის — ანექსირებული ყირიმი) რეგიონადან 73-ში.

გარდა ამისა, დაფიქსირებულია გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა (სულ 17). გამოჯანმრთელდა 121 ადამიანი.

რუსეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავრობამ რეკომენდაცია მისცა მოქალაქეებს, სახლები აუცილებლობის გარეშე არ დაეტოვებინათ. დაკეტილია საზღვრებიც.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

2020-04-01T12:29:10+04:00მარტი 31st, 2020|