რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 9200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 272 043-ს გადააჭარბა. ამასთან, ქვეყანაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ვირუსით 119 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 537-ს მიაღწია.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსეთში ვირუსისგან 63 166 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 206 340-ს შეადგენს.