რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დისტანციური ხმის მიცემის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

კანონის შესაბამისად, ფედერალურ და ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა დისტანციურად იქნება შესაძლებელი. ცვლილებები რეფერენდუმის ჩატარებასაც ეხება.

კანონის ავტორების განმარტებით, ამის საჭიროება ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიქმნა.

რუსეთში კორონავირუსის 335 882 შემთხვევაა დაფიქსირებული, 3 388 პაციენტი გარდაიცვალა.