ხვალიდან  რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ფინურმა ენერგოკომპანიამ Gasum-მა განცხადება გააკეთა. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება.

 

Gasum-მა განმარტა, რომ 20 მაისს, შუადღისას,  ფინურმა ოპერატორმა მიიღო შეტყობინება რუსული კომპანია Gazprom Export-ისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ 21 მაისს, მოსკოვის დროით დილის 7 საათიდან.

 

„ხვალიდან, მომავალი ზაფხულის სეზონზე, Gasum-ი თავის მომხმარებლებს ბუნებრივ აირს სხვა წყაროებიდან Balticconnector მილსადენით (ესტონეთიდან – რედ.) მიაწოდებს“, – აცხადებენ კომპანიაში. Gasum-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკა ვილიანენმა თქვა, რომწუხს  რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების შეწყვეტას, რომელიც კონტრაქტის შესაბამისად ხორციელდებოდა.

 

 

 

თამო თავხელიძე