რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს, – რუსული სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„მზად ვართ ეს [ავია მიმოსვლის განახლების საკითხი] განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, – აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უახლოეს თვეებში შეხვდება.

”იმედი გვაქვს, რომ უახლოეს თვეებში ვფიქრობ შემოდგომაზე – სექტემბერ-ოქტომბერში – პირადად შევხვდებით”, – აღნიშნა კარასინმა.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.

წყარო