SVR-ის დირექტორმა ნარიშკინმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ რუსეთი “იძულებულია დამოუკიდებლად დაიცვას საკუთარი თავი და მოკავშირეები”:

„რუსეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინა ვაშინგტონის ხელში უკვე რუსეთის თავზე აღმართულ ხანჯლად იქცეს.  ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა კი არის დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია და უკრაინის სახელმწიფოს ნეიტრალური სტატუსი.

სპეციალური სამხედრო ოპერაცია მოკლე დროში აღადგენს მშვიდობას უკრაინაში და თავიდან აიცილებს პოტენციურ, უფრო დიდ სამხედრო კონფლიქტს ევროპაში.

ნარიშკინის თქმით, დასავლეთის ლიდერებთან მოლაპარაკებების სერიის დროს, რუსეთის ხელმძღვანელობა დარწმუნდა, რომ ეუთოს დოკუმენტებში მოცემული ამ ორგანიზაციის ყველა წევრის უსაფრთხოების თანაბარი გარანტიების პრინციპი „ცარიელი ფრაზაა შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრებისთვის. ”