რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან მივიდა და განცხადება გააკეთა.

„ვიცით და გვჯერა, რომ როცა ერთად ვართ, დაუმარცხებელნი ვართ. ჩვენთვის ეს ყველაზე მთავარი, ყველაზე ძვირფასი დღესასწაულია. ყოველთვის საზეიმოდ და სახალხოდ აღვნიშნავთ, ყველა ერთად.

ეს ჩვენი მესხიერება და ჩვენი სიამაყეა, ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, თითოეული ოჯახის ისტორია, ჩვენი სულის ნაწილი, რომელიც ჩვენმა მამებმა და დედებმა, ბებიებმა და ბაბუებმა გადმოგვცეს.

ქედს ვიხრი საბჭოთა ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის წინაშე, სხვადასხვა ეროვნების ხალხის წინაშე, რომლებიც ფრონტზე მხარდამხარ იბრძოდნენ.

მათ სიმამაცეს, ერთობას დრო ვერაფერს დააკლებს. ღირსებას და მართლაც რკინის სულისკვეთებას.“ – განაცხადა პუტინმა.