გაზეთ il Messaggero- ს ცნობით, მილანის მახლობლად მდებარე ქალაქ პესკიერა ბორომეოს ფოსტის მუშაკებმა იპოვეს კონვერტი ტყვიებითმ რომელიც განკუთვნილი იყო  პაპ ფრანცისკისადმი.

ზემოთ ხსენებული კონვერტი, შენობის დალაგების დროს იქნა ნაპოვნი.

წერილზე დაწერილი დანიშნულების მისამართი სუსტად ჩანდა: “პაპისადმი, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე”. შიგნით იყო სამი 9 მმ -იანი ტყვია, რომელიც შემდგომ კარაბინიერებმა წაიღეს.

სავარაუდოდ, წერილი გაგზავნილია საფრანგეთიდან. Corriere della Sera– ს თანახმად, კონვერტში იყო ჩანაწერი ვატიკანში ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით.

 

 

თამო თავხელიძე