უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის 77-ე დღეს, რუსული ჯარები აგრძელებენ მეზობელი ქვეყნის დასახლებების დაკავების მცდელობებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები და მისი ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები წინააღმდეგობას უწევენ აგრესიას. შეუძლებელია კონფლიქტის ორივე მხარის წარმომადგენელთა განცხადებების სწრაფად გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებიდან. დაახლოებით 12,8 მილიონმა უკრაინელმა უკვე დატოვა სახლები.  ამ უთანასწორო ბრძოლაში ოკუპანტებს თავგანწირვით ებრძვიან აზოვის პოლკის მებრძოლები და სიცოცხლეს არ ზოგავენ ქვეყნის გადასარჩენად,

 

დღეს 11 მაისს კი, რომის პაპი ვატიკანში შეხვდა აზოვის პოლკის მებრძოლების ცოლებს კატერინა პროკოპენკოსა და იულია ფედოსიუკს, იუწყება მედიაზონა კრებაზე მის გამომცემელ პიოტრ ვერზილოვზე დაყრდნობით.

 

მებრძოლების ცოლებმა პონტიფიკოსს ორი წერილი და რამდენიმე ფოტო გადასცეს. „ჩემმა ქმარმა მომწერა ერთი დღის წინ, რომ ტექნიკაში წყალიც კი იწურება და მთხოვა მომეძებნა სტატია, თუ როგორ შეიძლება იცხოვრო წყლის გარეშე რაც შეიძლება დიდხანს. დაკარგვის მეშინია, რა თქმა უნდა, მაგრამ. მეც გაბრაზებული ვარ, რადგან ვერაფერს ვაკეთებ, საშინელებაა, რაც აზოვსტალში ხდება, რეალითი შოუს ჰგავს და არავინ გვეხმარება, ამიტომ ჩვენ ვენდობით პაპს, ის ჩვენი უკანასკნელი იმედია“, -ამბობს  იულია ფედოსიუკი.

 

 

 

 

თამო თავხელიძე