რომან გოცირიძე: სააკაშვილს დანიშნავენ უკრაინაში ვიცე-პრემიერად და არ ვიცი მერე კიდევ რად

“მიხეილ სააკაშვილს დანიშნავენ, რა თქმა უნდა, უკრაინაში ვიცე-პრემიერად და არ ვიცი მერე კიდევ რად, საერთოდ, შეიძლება პრემიერადაც, არ ვიცი, მაგრამ ეს იყო ამ ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული სილის გაწნა” – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადენელმა, პარტია “ნაცმოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ დიანა ტრაპაიძესთან ტვ პირველზე.

“ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურად დევნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის.

ახლა რომ ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უდიდესი გამოცდილება, ძალიან ბანალური იქნება, რომ თქვა, რომ არის ენერგიული და სჭირდება უკრაინას, მითუმეტეს ახლა, ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც გადასარჩენია როგორც საქართველო, ასევე უკრაინა და კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა კრიზისიდან გამომდინარე. მიხეილ სააკაშვილის ენერგიით აქ ხომ პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ.”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

2020-04-24T19:31:48+04:00აპრილი 24th, 2020|