როდესაც უბანზე რიგი იქნება, უნდა იყოს რეკომენდაცია, რომ დავიცვათ ფიზიკური, სოციალური დისტანცია, მაგრამ შიგნით, უბნებში სამწუხაროდ, სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება. ამის საშუალებას საუბნო კომისიების ინფრასტრუქტურა არ იძლევა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება პირბადის ტარების მოთხოვნა, რაც ანაცვლებს სოციალურ დისტანციას. მეორეს მხრივ, ასევე ვფიქრობთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისია აღჭურვილი უნდა იყოს სადეზინფექციო საშუალებებით და ეს ამომრჩეველსაც შევთავაზოთ. ასევე, თუ ამომრჩეველი თავად არ მოვა უბანზე პირბადით, ჩვენ უნდა შევთავაზოთ პირბადეც. იმისთვის, რომ ამომრჩევლის აქტივობა არ იყოს დაბალი, თავად ვგეგმავთ უზრუნველვყოთ ამომრჩეველთა უსაფრთხოება

„რაც შეეხება კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს, ალბათ, აუცილებლად იქნება გარკვეული თვითრეგულაცია გასაკეთებელი, რომ გადაამოწმონ საკუთარი თავი უბანზე მისვლამდე. ჩვენ მინიმუმ 30 დღით ადრე ვიცით არჩევნებამდე, ვინ არიან კომისიის წევრები და შესაძლებელია მათი დამატებითი გამოკვლევაც. ტესტების ჩატარებაზე შესაბამისი მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. 44 ათასი წევრი გვეყოლება საუბნო საარჩევნო კომისიებში. შესაძლებელია ამ საკითხის განხილვა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიებსაც ჩვენ დავაკისრებთ ვალდებულებას, რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ საკუთარი თავი, მათ შორის არჩევნების დღემდე, რომ არ იყოს რაიმე რისკი, რაც საფრთხის წინაშე დააყენებს ამომრჩევლებს.

საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ჩვენ ვიხილავთ აუცილებლად ხელთათმანების გამოყენების საჭიროებას. მათ უწევთ შეხება კალმებთან, ბიულეტენებთან, კონვერტებთან, რომელთანაც შეხება სხვადასხვა პირებს უწევთ, შესაბამისად, სწორედ ამომრჩევლების უსაფრთხოებისთვის ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ კომისიის წევრებმა ყველა ის პროცედურა, რაც არჩევნების დღეს უნდა ჩატარდეს, სწორედ ხელთათმანით შესრულონ. რაც შეეხება სპეცეკიპირებას, ასევე ვფიქრობთ, რომ პანდემიის პირობებში დასჭირდებათ პირბადის გამოყენება, დეზინფექტორების გამოყენება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება და მოგვიწევს ეს კონკრეტული რეგულაციით დავადგინოთ, რომელსაც თავისი სამართლებრივი ფორმა ექნებათ. თუ ისინი იმ წესს, რომელიც ზემდგომი ორგანოს მიერ დადგინდება, დაარღვევენ, ჯარიმებს რომ არ შევხედოთ, ეს ელემენტარული დისციპლინური გადაცდომა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ წესი, რომელიც დადგინდება, რომელიმე უბნის კომისიის წევრმა დაარღვიოს. მაქსიმალურად იქნებიან გაფრთხილებული როგორც თავმჯდომარეები, ასევე დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები ამ საკითხს მეთვალყურეობა გაუწიონ“, – განაცხადა ჟვანიამ.