ჟურნალისტებს აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთი ჯარების უკრაინის საზღვარზე განლაგების მიზანი, ძალის დემონსტრირებაა და არა თავდასხმა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Reuters- ი იუწყება.

 

კრემლის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯარები უკრაინის საზღვართან იკრიბებიან, რათა “ძალა განზრახ აჩვენონ”.

 

ჟურნალისტების აზრით, კრემლს მიაჩნია, რომ დონბასის სადემარკაციო ხაზზე შექმნილი ვითარება ”მზარდი დაძაბულობის” ხასიათს ატარებს და ამიტომ ისინი ჯარებს უკრაინის საზღვართან ანთავსებენ.

 

გარდა ამისა, ფსევდო რესპუბლიკების დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა წყარომ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ დღევანდელი სამხედრო წყობა ესკალაციას არ შეესაბამება.

 

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპულ სარდლობას შეიარაღება  სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს, დონბასისა და რუსეთის ჯარებს შორის უკრაინის საზღვართან  შესაძლო გამწვავების გამო.

უკრაინის დაზვერვამ იტყობინება, რომ რუსეთის ფედერაცია, უკრაინაში სამხედრო ნაწილების გასაგზავნად ემზადება.