რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 13:00 საათზე დაიწყება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას. გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაანონსებული აქციების გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

13 მარტის აქცია 20 მარტს გაიმართება.