რატომ წარადგენთ პარასკევს ეკონომიკურ გეგმას და არა დღეს?

“მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, თქვენთან ერთად გავიზიარეთ პასუხისმგებლობა. და როდესაც ვამბობთ, ჩვენ დღეს მას არ დავუჭერთ მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვტოვებთ ამ რეჟიმს, თქვენ გაქვთ 76 ხმა საკმარისი და თქვენ ამას მიიღებთ. საგანგებო მდგომარეობა დღეს პარლამენტში დამტკიცდება, მაგრამ ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო, მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დატვირთვა. თქვენ ეს არ მოინდომეთ, რატომ წარადგენთ პარასკევს ეკონომიკურ გეგმას და არა დღეს? რაიმე წყდება ამ ორ დღეში? აქ უნდა  ყოფილიყო წარმოდგენილი, ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, თუ რას ვუპირებდით სახლში გამოკეტილ მილიონამდე უმუშევრად დარჩენილ ადამიანს. ჩვენ ვერ გავიგეთ ამ ერთი თვის განმავლობაში, რას აპირებდა მთავრობა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა,  რომან გოცირიძემ.

2020-04-22T14:43:26+04:00აპრილი 22nd, 2020|