“მოგეხსენებათ, რაჭაში სტიქია გვქონდა, საკმაოდ მასშტაბური და მძიმე, მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა,სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა. ასევე დღეის მონაცემებით, ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტეროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ კაპიტალური სარემონტო სამუშაოებზე საგზაო მიმართულებით, განსაკუთრებით, დამატებითი თანხების გამოსაყოფად. რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ინფრასტრუქტურის სრულფასოვან, კაპიტალურ აღდგენას დრო დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,-განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს.