რას გულისხმობს კორონავირუსის აგრესიული ტესტირება – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ უკვე კვირის ბოლოდან ქვეყანა მზად იქნება კორონავირუსის აგრესიული ტესტირებისთვის. მისი განამრტებით, აგრესიული ტესტირება გულისხმობს მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას.

“აგრესიულ ტესტირება გულისხმობს ყევლა იმ კლასტერის მოცვას და უფრო ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფში არის გავრცლეებული კორონავირუსი. მსგავსი ტესტირებები არის გავრცელებული გრიპის ვირუსზე. ზოგადად, ეს არის მიღებული პორაქტიკა, როდესაც ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ, არის თუ არა ქვეყანაში ეპიდემია”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველო სამთავრობო დონეზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან, რომლებსაც აქვთ მოსახლეობის მასობრივად ტესტირების და შესაბამისად, ვირუსის შეჩერების გამოცდილება.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, უკვე კვირის ბოლოს საქართველო მიიღებს რამდენიმე ათასს ტესტს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მასობრივი ტესტირება.

“როდესაც მოსახლეობაში დავაფიქსირებთ ვირუსის უკონტროლო ზრდას, გვექნება საშუალება, მასობრივად ჩავატაროთ ტესტირება”, – თქვა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ვინაიდან პაციენტთა 80-82 პროცენტში კორონავირუსი მსუბუქად, ან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინაროებს, ასეთ პაციენტებს, მასობრივი გავრცელების შემთხვევაში, მიეცემათ ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის რეკომენდაცია.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კრანტინში რჩება 1 110-ზე მეტი ადამიანი.

2020-03-18T13:26:55+04:00მარტი 18th, 2020|