3 მილიონიდან 300 დაავადდა დღეს (დაახლოებით). ანუ 10000-დან ერთი და შეზღუდვებიც არის დაწესებული, კომენდანტის საათიც და პირბადითაც დავდივართ. გარდაცვლილი კი სულ 9 ადამიანია.
10 000-დან ერთიც კი თუ შეიძლება ემბოლიით გარდაიცვალოს ან დაინვალიდდეს, 100 000-დანაც კი, ჯობია საერთოდ არ აიცრა და დაელოდო კოვიდს და გადაიტანო.
მართლა იდიოტები ხომ არ არიან ევროპაში ასტრა ზენეკათი აცრა რომ შეაჩერეს. თუნდაც დროებით. რაღა ჩვენზე გინდათ ცდების ჩატარება ???
ახალციხის უმძიმესი ამბის გამო დავწერე. შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ გართულება სწორედ ისეთია რისი ეჭვიც ევროპელ ექიმებს აქვთ.
P.S. ანტივაქსერი არ ვარ და ავიცრები კიდეც, მაგრამ უსაფრთხო ვაქცინით !!!   წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე  პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე