შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, თუ რა რეგულაციები იმოქმედებს თეატრებისთვის გახსნის შემდეგ.

როგორც ფერაძემ ბრიფინგზე განაცხადა, თეატრში მომხმარებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება. ამასთან, მისი ინფორმაციით, დარბაზში მაყურებელი ერთი სკამის გამოტოვებით განთავსდება და სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება.

„ზოგადი მოთხოვები, რაც შეეხება სკრინიგის და სადეზინფექციო სამუშაობის განხორციელებას, რჩება უცვლელი. 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება, ასევე, თეატრში, ზედა ზღვარი, თუ რა ოდენობით უნდა განისაზღვროს, ეს არის 3 საათი, ეს მოიცავს, როგორც მომხმარებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს და ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. შესაბამისი პროცედურებია ასევე განსაზღვრული სადენზინფექციო სამუშაოების მიმართ. დაშვება მოხდება პირბადით და თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება“,- განაცხადა ფერაძემ.

ცნობისთვის, თეატრები ფუნქციონირებას 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებს.