„აიფაქტი“ მეუფე იობის ქონებას აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მიტროპოლიტის სახელზე მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 20 ათასი კვ.მ. მიწა შენობა-ნაგებობებით და ერთი ბინა თბილისში:
1. 9,300 კვ.მ. ქარელში, სოფელ ელბაქიანთკარში 2009 და 2015 წლებში შეიძინა;
2. 75 კვ.მ. ბინა თბილისში, ორთაჭალაში 2016 წელს შეიძინა;
3. 2,280 კვ.მ. მიწა ურეკში 2016 წელს შეიძინა;
4. 1,983 კვ.მ. მიწა ყაზბეგში, სოფელ სნოში 2017-2018 წლებში შეიძინა;
5. 6,500 კვ.მ. მიწა, ორი შენობით სამტრედიაში, სოფელ მელაურში 2019 წელს შეიძინა.
საჯარო რეესტრიდან კვლავ ველით მიტროპოლიტის მიერ გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაწილს და მიღებისთანავე განვაახლებთ ტექსტს“, – ნათქვამია აიფაქტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით მიტროპოლიტი იობი სამ არაკომერციულ ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობს:
1. მაცხოვრის აღდგომის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი;
2. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ხაშურის სასულიერო გიმნაზია;
3. ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირი.