“ზოგადად, თავდაცვის მინისტრის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში არის საპარლამენტო კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე ეს არის რუსული ოკუპაცია, ჩვენი მთავარი მიზანი არის ნატო-ში გაწევრიანება და ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის ძალები არის მნიშვნელოვანი ფლაგმანი. მინისტრი ღარიბაშვილი პირველივე დღიდან ძალიან აქტიურად ჩაერთო ახალი რეფორმების განხორციელების საქმეში. მინისტრმა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში ისაუბრა გეგმებზე, რაც თავდაცვის სამინისტროს გააჩნია და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ამბიციური გეგმები. იქნება კითხვები, მოსაზრებები, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე ფიქრი და მსჯელობა. საინტერესო იქნება ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ ესწრება. მე მიმაჩნია რომ ქვეყანაში, რომელსაც ასეთი ტიპის გამოწვევები და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მიმართულებით და ოპოზიცია არ ესწრება სრულად, ეს არის არასწორი. როცა საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის თავდაცვა ეროვნული ინტერესია, აქ უნდა მოახერხონ, პოლიტიკური გამბედაობა უნდა შესწევდეთ ვიწროპოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადადონ,”- განაცხადა სესიაშვილმა.